სიახლეები

სახალხო დამცველი ზვიად კორძაძეს შეხვდა

2019 წლის 13 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ადვოკატ ზვიად კორძაძეს შეხვდნენ და თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

შეხვედრაზე ადვოკატმა სახალხო დამცველს საქმის სამართლებრივი დეტალები გააცნო და საქმეში არსებულ პროცედურულ დარღვევებზე ისაუბრა. სახალხო დამცველმა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაზე დაკვირვებისა და საქმის შესწავლის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)