სახალხო დამცველი უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს შეხვდა
2024 წლის 14 მარტს სახალხო დამცველმა მორიგი ვიზიტი განახორციელა #8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ყველა უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს შეხვდა, რომელსაც გავლილი აქვს 2 წლიანი მოსამზადებელი პროგრამა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მიზნებისთვის.
სახალხო დამცველმა მოისმინა პატიმრების შეხედულებები პროგრამისა და მექანიზმის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი გააგრძელებს ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებების დაცვის აქტიურ მონიტორინგს.