სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში“
სახალხო დამცველის აპარატმა ასაკისა და ავადმყოფობის გამო პატიმართა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების, ასევე, ავადმყოფობისა და ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის ეფექტიანობა შეისწავლა. პრაქტიკასა და კანონმდებლობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავა, რასაც წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს.
ანგარიშის მიზნებისთვის სახალხო დამცველის აპარატმა სულ შეისწავლა, 2015-2020 წლებსა და 2023 წელს განხილული, 194 საქმე; კერძოდ, სასამართლოებში განხილული 115 და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ განხილული 79 მსჯავრდებულის საქმე.