არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში
კვლევა ეხება არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებებს სისხლის სამართლის პროცესში. დოკუმენტში განხილულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების მიმართ გამოსაყენებელი დეტალური პროცედურები და პრაქტიკა, სამართალდამცავ ორგანოებთან ბავშვის პირველი კონტაქტიდან სასამართლო განხილვის, ასევე სასჯელის აღსრულების ნაწილს.
კვლევის ფარგლებში გაეცნობით დეტალურ ანალიზს, რამდენად არის უზრუნველყოფილი ახალი კოდექსის ერთგვაროვანი განმარტება მართლმსაჯულების პროცესში ჩართული ცალკეული უწყებების მიერ.
კვლევის მიზანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას მოახდინოს სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვან ბრალდებულთა უფლებების დაცვის ხარისხის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და გაანალიზება.
ასევე, იხილავთ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს გამოკვეთილი საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზების აღმოფხვრას.