მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგი
პროექტის სათაური:მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგი
პროექტის სახელწოდება:მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგი
დაფინანსების წყარო:ღია საზოგადოება – საქართველო
პროექტის სტატუსი:დასრულებული
პროექტის ხანგრძლივობა:2013 წლის დეკემბერი - 2015 წლის თებერვალი
პროექტის მიზანი:
მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განთავსებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვა.
პროექტის საქმიანობები:
პროექტის ფარგლებში სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა განახორციელა ორმოცდაოთხი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის მონიტორინგი, შეაფასა 2012 წელს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხი. მონიტორინგი ჩატარდა საერთაშორისო ინსტრუმენტებითა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისობის თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში ბავშვთა უფლებების ცენტრმა იმუშავა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ამ პროექტის საშუალებით მოხდა სახალხო დამცველის მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა. მონიტორინგის დროს აღმოჩენილ ბავშვის უფლებების ინდივიდუალურ თუ სისტემურ დარღვევებზე ბავშვთა ცენტრმა შეისწავლა საქმეები და შესაბამის სტრუქტურებს მიმართა რეკომენდაციებით და წინადადებებით. პროექტის დასრულების შემდგომ გამოიცა სპეციალური ანგარიში მცირე საოჯახო ტიპის სახლების მონიტორინგის შესახებ.