ბავშვთა უფლებების კონვენციის განხორციელების შესახებ მეოთხე პერიოდული ანგარიშის ალტერნატიული ანგარიში
2017 წლის 25 იანვარს, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტმა, 74-ე სესიაზე გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილი რიგით მე-4 პერიოდული ანგარიში განიხილა. განხილვისათვის საქართველოს სახალხო დამცველმა ალტერნატიული ანგარიში წარადგინა.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების მდგომარეობას.