სიახლეები

ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისათვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე

22–29 მაისს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომელებმა ლუკა ჭოჭუამ და ლიკა ბაციკაძემ შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგები ჩაატარეს თბილისის 84–ე 143–ე და 174–ე საჯარო სკოლებისა და პირველ ექსპერიმენტული სკოლის მე–9, მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეებისათვის. ასევე, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ტრენინგის მიზანი იყო შშმ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების, არსებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი რეგულაციების, ინკლუზიური განათლებისა და აღნიშნულ პირთა მიმართ სწორი მიდგომების ჩამოყალიბების მიზნით, სკოლის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)