შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა
2018 წლის 18 ივნისს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-15 შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები.
შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას, ინკლუზიური განათლების სფეროს გამოწვევებს, ასევე ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების მნიშვნელობას.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.
სათათბირო ორგანოს მორიგი სხდომა 2 თვის ვადაში გაიმართება.