სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2017 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მეთორმეტე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები. საბჭომ სხდომაზე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების თაობაზე მოხსენება წარადგინა შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს შშმ პირთათვის გარემოს მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები; შეაფასეს სათათბირო ორგანოს ორწლიანი საქმიანობა და დასახეს სამომავლო გეგმები. საბჭოს მოწვეულმა წევრებმა დადებითად შეაფასეს გასული პერიოდის განმავლობაში გაწეული საქმიანობა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დებულების თანახმად უნდა მოხდეს საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის განახლება. ამ მიზნით უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი.

სათათბირო ორგანოს შემდეგი სხდომა ორ თვეში გაიმართება.

2.10.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)