შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა
2017 წლის 27 იანვარს შედგა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები.
საკონსულტაციო ორგანომ განიხილა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშის მზადების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ ინფორმაცია. ასევე მოხდა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ანგარიშზე საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი კომენტარების მიმოხილვა.
შეხვედრის ბოლოს დისკუსიის რეჟიმში იმსჯელეს გაეროს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. მათ შორის მონიტორინგის მიზნით განსახორციელებელი აქტივობების ფინანსურ უზრუნველყოფასა და პრიორიტეტებზე.
საბჭოს შემდეგი სხდომა 2 თვის ვადაში გაიმართება.