სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2016 წლის 21 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი – მეექვსე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები.

სხდომა საქართველოს სახალხო დამცველმა გახსნა. საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები, იმსჯელა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ანგარიშისთვის გამოსაყენებელ მეორად მონაცემებზე და იმ სფეროებზე, სადაც საჭიროა დამატებითი ინფორმაციის შეგროვება.

სხდომაზე საბჭოს წევრები ასევე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა ვაკანტური ადგილების შესავსებად.

შეხვედრის ბოლოს დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის მონიტორინგთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

21.06.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)