სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა

2016 წლის 22 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე და საბჭოს მოწვეული წევრები.

სხდომა საქართველოს სახალხო დამცველმა გახსნა. საბჭომ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები, განიხილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ სახელმწიფოს პირველადი ანგარიში; იმსჯელა შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიის გამოყენების გეგმასა და საკონსულტაციო საბჭოს წევრების მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის თაობაზე სხვა ალტერნატიული ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობაზე.

შეხვედრის ბოლოს დისკუსიის რეჟიმში განიხილეს გაეროს შშმ პირთა კონვენციის მონიტორინგთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები.

საბჭოს შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2 თვის ვადაში.

22.04.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)