სიახლეები

შეხვედრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან

2017 წლის 11 მაისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის გაზრდა. აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, ადგილობრივ დონეზე აღნიშნულ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნის მნიშვნელობაზე და ბიუჯეტირების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე. ამასთან, მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფასთან და პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის მერიისა და საკრებულოს მოხელეები, რომლებმაც დააფიქსირეს მათი პოზიციები განხილულ თემებზე და გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)