შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფარგლებში 2017 წლის 13 აპრილს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის გაზრდა შშმ პირთა უფლებების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების თაობაზე. აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, ადგილობრივ დონეზე ამ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნის მნიშვნელობაზე, მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოსა და გამგეობის 18 მოხელე, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში და გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.