სიახლეები

შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან

2017 წლის 27 ივლისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ლიკა ბაციკაძე და ნინო ვალიკოვი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის ზრდა და მუნიციპალურ დონეზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება.

აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციაზე, სოციალური მოდელის დანერგვის, ჯანსაღი დამოკიდებულების დამკვიდრებისა და საზოგადოებაში ამ პირთა სრული ინკლუზიის აუცილებლობაზე, ადგილობრივ დონეზე აღნიშნულ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ამოქმედების მნიშვნელობაზე და ბიუჯეტირების პროცესში მათი ჩართულობის თავისებურებებზე. ამასთან, ყურადღება გამახვილდა მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფასთან და პარკირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრაში მონაწილე საკრებულოსა და გამგეობის მოხელეებმა დააფიქსირეს მათი პოზიციები განხილულ თემებზე და გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)