სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

3 დეკემბერს მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთასაერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება.ყოველწლიურად, ამ დღის აღნიშვნა სხვადასხვა თემას უკავშირდება. მიმდინარე წლის თემაა „ცვლილებები მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“. მისი სულისკვეთებაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წარმოაჩინოს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების უშუალო მონაწილეებად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ინკლუზიური და მდგრადი განვითარებისკენ სწრაფვას და ყველასათვის მოქნილი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში სრული და ეფექტური მონაწილეობა გამოწვევას წარმოადგენს მრავალი პრობლემური საკითხის გამო, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას. მათ შორის, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცაია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, სოციალური დაცვის უფლებების სათანადოდ რეალიზება. ქვეყანაში შეფერხებულია შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირის სტატუსის მინიჭების სოციალური მოდელის დანერგვის პროცესი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებიდან სამი წლის შემდეგ კვლავ არ არის შექმნილი კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი. ასევე არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. საკანონმდებლო დონეზე არ განხორციელებულა კონვენციის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით აუცილებელი ცვლილებები. პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, ქვეყანაში მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნის პროეცესში აქტიურად დაუჭიროს მხარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარ მონაწილეობას და მათი უფლებების დაცვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)