სამუშაო შეხვედრა სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა საკითხებზე
2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ორგანიზაცია Human DOC-ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა საკითხებზე. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ამ პირებთან დაკავშირებით ტერმინოლოგიასა და დეფინიციაზე შეთანხმება თემის წარმომადგენლების, სფეროს ექპერტების, ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და პოლონელი პარტნიორების ჩართულობით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა პოლონეთის გამოცდილება ყრუ და უსინათლო პირების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსიის რეჟიმში განიხილეს საქართველოში ტერმინოლოგიის განსაზღვრასთან დაკავშირებული გამოწვევები და შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა სამუშაო შეხვედრების ფორმატში კვლავ გაგრძელდება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით.
შეხვედრა გაიმართა პროექტის - „სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის შექმნა საქართველოში“, ფარგლებში, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით საქართველოში ხორციელდება.