სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატმა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ჩართული რეცენზენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

2023 წლის 17 მარტს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების, ბავშვის უფლებათა, თანასწორობისა და გენდერის დეპარტამენტებმა სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ჩართული რეცენზენტებისთვის ტრენინგი ჩაატარეს, რომელსაც 80-ზე მეტი პირი ესწრებოდა.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს ბავშვის და შშმ პირთა უფლებებზე, გენდერული თანასწორობის დაცვის მნიშვნელობასა და ამ პროცესში სტერეოტიპებთან ბრძოლის მნიშვნელობაზე, შინაარსობრივი რეცენზირების პროცესში გამოვლენილ გამოწვევებსა და სასკოლო სახელმძღვანელოების შესწავლის შედეგად განვითარებულ აპარატის პრაქტიკაზე. ამავდროულად, საუბარი შეეხო დისკრიმინაციის არსს, სახეებსა და გამოვლენის ფორმებსაც.

ტრენინგის აუდიტორია მიმდინარე გრიფირების პროცესში მონაწილეობა და უშუალოდ უზრუნველყოფს სასკოლო სახელმძღვანელოების შინაარსის თავსებადობას ადამიანის უფლებებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)