სახალხო დამცველი სიტყვით გამოვიდა დაუნის სინდრომის ასოციაციის კონფერენციაზე
2019 წლის 21 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „არავინ დატოვო მიღმა“.
ღონისძიებაზე სიტყით გამოსვლისას სახლხო დამცველმა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიმართ და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზების ხელშეწყობისთვის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სამწუხაროდ, რეალობა, რომელშიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს უწევთ ცხოვრება, უკეთესობისკენ არ იცვლება. აუცილებელია, რომ დისკუსიის რეჟიმიდან გადავიდეთ სწრაფ და ეფექტიან ქმედებებზე, გავაძლიეროთ ჩვენი საქმიანობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის ღონისძიებების, საჭირო პროგრამების შემუშავების, ადეკვატური სამართლებრივი დაცვის მექანიზმებისა და ინკლუზიური გარემოს შექმნის მიმართულებით. საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა. იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები და სხვა საჯარო მოხელეები უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდებიან ამ საკითხებზე მუშაობას“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.