ონლაინ შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტებთან
2020 წლის 27 მაისს სახალხო დამცველის აპარატისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების სპეციალისტებისთვის.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა სახალხო დამცველის მანდატი და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში რეფერირების პროცედურები.
პრეზენტაციები წარადგინეს სახალხო დამცველის აპარატის, ბავშვის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან სოხაძემ და სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა მცხეთა-მთიანეთში გიორგი ტალახაძემ.
დასასრულს გამართულ დისკუსიაზე ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მოქმედ მექანიზმებზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეები სამომავლო თანამშრომლობის გზებსა და ფორმებზე შეთანხმდნენ.