სიახლეები

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (CRPD) მე-18 კონფერენცია

10-12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის (CRPD) წევრი სახელმწიფოების მე-18 კონფერენციაში, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა.

კონფერენციის მთავარი თემა იყო „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და სოციალური განვითარებისთვის შეტანილი წვლილის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“.

გაეროს ინსტიტუტების და კონვენციის მონაწილე ქვეყნების ხელისუფლებისა თუ სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს შშმ პირთა შესაძლებლობების გაფართოებისა და სოციალური განვითარების პოლიტიკის ინოვაციური დაფინანსების გზები; პრინციპის - „არავინ დარჩება ყურადღების მიღმა“ განსახორციელებლად ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, როგორც ინკლუზიურობის მხარდამჭერი ინსტრუმენტი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოქალაქეობრივი უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიურობის ხელშეწყობაში მათი როლის აღიარება.

კონფერენციის პარალელურად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით სხვა ღონისძიებებიც გაიმართა, რომლებზეც სამართლიანობაზე წვდომის, CRPD-ის მე-13 მუხლის გათვალისწინებით ეროვნული კანონმდებლობების ცვლილებებსა და ინოვაციური ინკლუზიური კომუნიკაციების საკითხებზე ისაუბრეს; ხაზი გაუსვეს მისაწვდომობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის თანაბარი რეპროდუქციული უფლებების დაცვის და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების მავნე შედეგების მოგვარების მნიშვნელობას.

შეხვედრების მონაწილეები UNCRPD-ის განხორციელების მიზნით ერთიანი მიდგომის შესამუშავებლად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)