სიახლეები

სახალხო დამცველმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილება მოინახულა

2023 წლის 16 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილება მოინახულა.

სახალხო დამცველი შეხვდა ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციას და ბენეფიციარებს, გაეცნო სამედიცინო დაწესებულების ინფრასტრუქტურას, დაათვალიერა საკვები და სამრეცხაო ბლოკები, საწყობები.

ლევან იოსელიანი ასევე იმყოფებოდა ფსიქიატრიულ პაციენტთა საცხოვრისში, სადაც ნაკლებად მწვავე ჯანმრთელობის პრობლემების ბენეფიციარები მკურნალობენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)