სიახლეები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2019 წლის 19 დეკემბერს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-20 შეხვედრა გაიმართა. სხდომას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა.

სახალხო დამცველის მოადგილემ საბჭოს წევრებს წარუდგინა სათათბირო ორგანოს ახალი მოწვეული წევრები- ეკა მაისურაძე, ა(ა)იპ მშობელთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი და ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძე, სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტი. აღნიშნული პირები სახალხო დამცველის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. საბჭოს წევრებად ასევე შეირჩნენ შშმ პირთა თემის წარმომადგენლები- კობა ნადირაძე, ესმა გუმბერიძე და მარიამ კობახიძე, რომლებიც სათათბირო ორგანოში საქმიანობას მეორე ვადით გააგრძელებენ.

საბჭოს შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: ვოლფრამის სინდრომის მქონე პირების სამედიცინო მომსახურების სფეროში არსებული გამოწვევები, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების პროცესში ჩართულობის თემა, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მექანიზმის შემუშავების პროცესი, პარასპორტში არსებული გამოწვევები. ასევე ისაუბრეს მარაქეშის შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე, შშშ ბავშვებისკანონიერი წარმომადგენლისათვის, მხარდამჭერისთვის საკანონმდებლო გარანტიებისა და საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხებზე.

სათათბირო ორგანოს მორიგი სხდომა 3 თვის ვადაში გაიმართება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)