ანგარიშები

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

2017 წლის 14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტში ალტერნატიული ანგარიში წარადგინა, რომელიც მომზადდა სახალხო დამცველისთვის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის 33–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად მინიჭებული მანდატის – კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის დამოუკიდებელი ეროვნული მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში.

ანგარიშში საუბარია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით არსებულ ძირითად გამოწვევებზე.

დოკუმენტის მიზანია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე, რომლებზეც ყურადღების გამახვილებას სახალხო დამცველი მიიჩნევს რელევანტურად საქართველოში კონვენციის იმპლემენტაციაზე მსჯელობის დროს.

საქართველოს სახალხო გამოთქვამს მზადყოფნას კომიტეტის მიერ საქართველოს ანგარიშის განხილვის პროცესში შემდგომ მონაწილეობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)