ანგარიშები

კვლევის პრეზენტაცია - „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლი ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების პროცესში“

2023 წლის 19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა კვლევის - „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლი ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების პროცესში“, პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ნათია ჯულაყიძე და აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროგრამის მენეჯერი რუსუდან ტაბატაძე. კვლევის მიგნებებსა და გამოწვევებზე ექსპერტმა ნანა გოჩიაშვილმა ისაუბრა.

პრეზენტაციის შემდგომ გამართული დისკუსიისას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს და თემაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ კვლევაში ასახული ძირითადი საკითხების განხილვაში.

ღონისძიება აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)