ანგარიშები

„ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“

ანგარიში შემუშავებულია სახალხო დამცველის მიერ საერთაშორისო ორგანიზაცია გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში –თბილისი“ ერთად და ასახავს ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.

კვლევის პროცესში შესწავლილ იქნა აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დახელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზაციის საკითხები და შესაბამისი დოკუმენტაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბუნდოვანია პრივატიზაციის მიზნები და მისი შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციის და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში. პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე. ამასთან, არ გამოცხადებულა ღია კონკურსი, წინასწარ არ განსაზღვრულა კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რომელიც მოეთხოვებოდა პოტენციურ ინვესტორს. ინსტიტუციათა პრივატიზაციას არ აქვს ერთიანი ფორმატი და არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას მომსახურების გრძელვადიანი დაგეგმვის და მისი ფინანსური მდგრადობის შესახებ. ინვესტორის ბიზნეს-მოდელი გაურკვეველი რჩება.

კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და დაზუსტდეს სანქციები, რომლებიც მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამოქმედდება. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს კონტროლის ადეკვატური ფორმები, მათ შორის საზოგადოებრივი და პაციენტთა საბჭოები, ხოლო პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყოს საჩივრების შეტანის მექანიზმი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)