სიახლეები

ხმელთაშუაზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის შეხვედრა

2016 წლის 9-10 მარტს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა სტივენსონმა მონაწილეობა მიიღო მალტაში, ხმელთაშუაზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის შეხვედრაში. შეხვედრაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის, მონაკოს, ესპანეთის, იტალიის, თურქეთის, მაკედონიის, მაროკოს, ტუნისის და სხვა ქვეყნების ომბუდსმენთა წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების გზით, ომბუდსმენის როლზე პოლიტიკური და ეკონიმიკური კრიზისების, ტერორიზმისა და არალეგალური მიგრაციის დროს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არალეგალური მიგრაციის დროს გარდაცვლილთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს.

ხმელთაშუაზღვის ომბუდსმენთა ასოციაცია, რომლშიც ხმელთაშუაზღვის აუზის 31 ქვეყანაა გაერთიანებული, 2008 წელს შეიქმნა და მისი მიზანია რეგიონში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სოციალური მშვიდობის ხელშეწყობა. შეხვედრა ყოველწლიურად იმართება და მასზე განიხილავენ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობას, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და სახავენ თანამშრომლობის გეგმებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)