სიახლეები

ტრენინგი თანასწორობის საკითხებზე სამედიცინო რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

2022 წლის 8 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე ტრენინგი გამართეს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ტრენინგის მონაწილეებს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის და უფლების აღდგენის მექანიზმები, დისკრიმინაციის შემადგენელი ელემენტები და დისკრიმინაციის ფორმები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახალხო დამცველის სტანდარტების და პრაქტიკის მიმოხილვას სამედიცინო და სოციალური დაცვის სფეროში. ტრენინგზე ასევე, განიხილეს სექსუალური შევიწროების აკრძალვის საკითხი.

საგანმანათლებლო საქმიანობას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს სახალხო დამცველი თანასწორობის უზრუნველყოფისა პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მოიაზრებს და მსგავს ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს.

ღონისძიება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)