ტრენინგები სკოლებში დისკრიმინაციის საკითხებზე
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა გიოშვილმა და დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარიამ გაიპარაშვილმა და მარიეტა ახვლედიანმა თბილისის 4 სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ტრენინგები ჩაუტარეს დისკრიმინაციის აკრძალვის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონისა და სახალხო დამცველის უფლებამოსილების შესახებ.
ტრენინგები საქართველოს მასშტაბით 58 სკოლაში ჩატარდება. თეორიული სალექციო კურსის გარდა, ტრენინგი ითვალისწინებს სავარჯიშოებს, გონებრივ იერიშს (ბრეინსთორმინგს), როლურ გათამაშებებს და კაზუსებს.