ტრენინგები დისკრიმინაციის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებისათვის ბათუმსა და ქობულეთში
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ანა კვაჭაძემ და გიორგი კაპანაძემ 2015 წლის 7 აპრილს საგანმანათლებლო ტრენინგები ჩაატარეს ბათუმის მე-2 და მე–14 საჯარო სკოლებში, ხოლო 2015 წლის 8 აპრილს – ქობულეთის მე–5 და მე-3 საჯარო სკოლებში.
ტრენინგი ჩაუტარდათ აღნიშნული სკოლების მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს და მისი ძირითადი თემატიკა იყო დისკრიმინაციის აკრძალვა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის ფარგლებში სახალხო დამცველის უფლებამოსილებები, აგრეთვე თანასწორობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები.