სიახლეები

შეხვედრები პოლონეთში – დისკრიმინაციის საკითხებზე

2015 წლის 31 მარტსა და 1 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მაკა გიოშვილმა, მარიეტა ახვლედიანმა და მარიამ გაიპარაშვილმა შეხვედრები გამართეს პოლონეთის ომბუდსმენის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების - „ჰელსინკის ადამიანის უფლებათა ფონდისა“ და „ანტი-დისკრიმინაციული სამართლის პოლონეთის საზოგადოების“ წარმომადგენლებთან და პოლონეთის პრემიერ მინისტრთან არსებული თანაბარი მოპყრობის სრულუფლებიანი ორგანოს ხელმძღვანელთან მალგორზატა ფუზარასთან.

ისაუბრეს პოლონეთისა და საქართველოს ომბუდსმენების უფლებამოსილებაზე, პოლონეთსა და საქართველოში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, საერთაშორისო თანასწორობის ორგანოებთან თანამშრომლობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)