სიახლეები

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოქალაქეობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2017 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოქალაქეობის გამო სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი, რომელსაც აქვს საქართველოში სპეციალური ბინადრობის ნებართვა, ვერ სარგებლობს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამით, ვინაიდან პროგრამა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტები წარმოადგინა.

არასრულწლოვანის ინტერესებს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)