სიახლეები

სახალხო დამცველის ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის თანასწორობის საკითხებზე

2017 წლის 29-30 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „თანასწორობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა“. ტრენინგში ადიგენში, მოხეში, ჭელაში, ახალციხეში, ახალქალაქში, თერჯოლაში, ლანჩხუთში, ქობულეთში, ახმეტაში, რუსთავში და მარნეულში დასაქმებულმა 37–მა საჯარო მოხელემ მიიღო მონაწილოება. ტრენინგზე განიხილეს როგორც თეორიული საკითხები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის, ერთ-ერთი ვალდებულებაა დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სახალხო დამცველი მომავალშიც გააგრძელებს თანასწორობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ტრენინგების თუ სხვა სახის ინფორმაციული კამპანიების მეშვეობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)