სიახლეები

სასამართლო მეგობრის მოსაზრება პოლიტიკური შეხედულების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე

2022 წლის 26 იანვარს სახალხო დამცველმა პოლიტიკური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ იგი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების და შრომითი უფლებების სხვა სავარაუდო დარღვევების მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე.

სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აგრეთვე აღნიშნა, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, მნიშვნელოვანია, გათავისუფლების მოტივის სამართლებრივი შეფასება; კერძოდ, იყო თუ არა „საქპატენტის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება განპირობებული დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, როგორც ამას მოპასუხე მიუთითებდა, თუ, მისი პოლიტიკური აფილაციით ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)