სიახლეები

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლში გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე სემინარები ჩაატარეს

2022 წლის ნოემბერის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერისა და თანასწორობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე სემინარების ციკლი გამართეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს გენდერის არსზე, მის ძირითად ცნებებზე, საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და თანაბარი შესაძლებლობების მნიშვნელობაზე. ასევე, იმსჯელეს ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე.

ხაზი გაუსვეს ადგილობრივი თვითმმართველობის როლს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში და განსაკუთრებით, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციებში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობის მნიშვნელობას ძალადობის პრევენციის მიმართულებით.

შეხვედრაზე განიხილეს სექსუალური შევიწროების საკითხები და პრევენციის შიდა მექანიზმები; სექსუალური შევიწროების ფორმები, ამოცნობის ინდიკატორები და მტკიცებულებათა სტანდარტი. მონაწილეები გაეცნენ, სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკას სექსუალური შევიწროების საქმეებზე და კონკრეტული მაგალითებიც განიხილეს და ინფორმაცია მიიღეს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული ონლაინ კურსების შესახებ.

სემინარებში, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის ორგანიზებით გაიმართა, მონაწილეობდნენ თეთრიწყაროს, დმანისის, ბოლნისის, წალკის, რუსთავის, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მენეჯერული რგოლის წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)