სიახლეები

სახალხო დამცველის დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობით და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იწყებს დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას.

ამ მიზნით, ცხადდება კონკურსი სარეკლამო კომპანიის/კრეატიული სააგენტოს, ან ინდივიდუალური დიზაინერის შესარჩევად, რომელიც დაეხმარება სახალხო დამცველის ოფისს და შრომის ინსპექციას, შექმნას პოსტერების დიზაინი სექსუალური შევიწროების აკრძალვის თემაზე.

საზოგადოებრივი კამპანიის მთავარი მიზანია, ერთის მხრივ დასაქმებულებს მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემური შესაძლებლობების შესახებ, თუკი ისინი სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ან თვითმხილველები გახდნენ, და მეორეს მხრივ დამსაქმებლებს გააცნობს კანონით გათვალისწინებული მათი ვალდებულებებისშესახებ.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)