სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრები სექსუალური შევიწროების და თანასწორობის სხვა საკითხებზე

2019 წლის 21-25 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში: მესტიაში, ლენტეხში, ცაგერში, ამბროლაურში, ონში, ტყიბულში, საჩხერეში და ჭიათურაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და პოლიციის წარმომადგენლებთან თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრების ძირითადი თემატიკა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობა და სახალხო დამცველის პრაქტიკა იყო. დისკუსია ასევე შეეხო თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატს და დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევებს.

შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილი - გაეროს ერთობლივი პროგრამის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით“ ფარგლებში გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების სახით, სახალხო დამცველი, თანასწორობის მანდატის ფარგლებში, რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის და უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)