სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებისთვის

2023 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებისთვის თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

აპარატის თანასწორობის დეპარტამენტისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს დისკრიმინაციის შემადგენელი ელემენტების, დისკრიმინაციის ფორმების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ. ასევე, განიხილეს სექსუალური შევიწროების აკრძალვის საკითხი.

საგანმანათლებლო საქმიანობას და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს სახალხო დამცველი თანასწორობის უზრუნველყოფის პროცესში უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მოიაზრებს და მსგავს შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.

ღონისძიება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)