სიახლეები

ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულება, შედეგები და გამოწვევები

ორშაბათს, 16 თებერვალს, 11 საათზე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს სახალხო დამცველი და ახლადდაფუძნებული "კოალიცია თანასწორობისთვის’" ხელს მოაწერენ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის თანახმად, ხელმომწერი ორგანიზაციები ერთად შეეცდებიან ხელი შეუწყონ "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულებას, სახალხო დამცველის როლის გაძლიერებას და სასამართლო პრაქტიკის განვითარებას იმისათვის, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებები დაცული იქნას.

ამავე შეხვედრაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულებაზე, მის შედეგებსა და სამომავლო გამოწვევებზე, ასევე სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციაზე იმსჯელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარლამენტის და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.

16 თებერვლიდან ამუშავდება ცხელი ხაზიც, რომელიც მოქალაქეებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"კოალიცია თანასწორობისათვის'"ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით დაფუძნდა და ის ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანი ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მისი პრაქტიკული გამოყენების მონიტორინგია.

კოალიციის წევრები არიან: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", "საფარი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "იდენტობა".

კონტაქტები პრესისთვის:

ანა ტოკლიკიშვილი, ფონდი 'ღია საზოგადოება-საქართველო, მობ: 595 221999, ელ.ფოსტა: Anuka@osgf.ge, www.osgf.ge

ანი თამაზაშვილი, სახალხო დამცველის ოფისი, მობ: 595 03 32 32

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)