სპეციალური ანგარიში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ (2019)
ანგარიშში განხილულია 2019 წლის განმავლობაში ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წევრების, რელიგიური უმცირესობების და ხანდაზმული პირების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ არსებული პრობლემები, ასევე, მიმოხილულია სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები, დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკური მონაცემები; გაანალიზებულია 2019 წელს თბილისი პრაიდის შესახებ დისკუსიის ფონზე ლგბტ+ თემის წევრების უფლებების სისტემური დარღვევის და სახელმწიფოს არასათანადო რეაგირების საკითხი. ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა, მათგან 13 ფაქტზე წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.