ანგარიშები

სახალხო დამცველის ანგარიში თანასწორობის დაცვისას სამართალდამცავთა ვალდებულებების შესახებ

2021 წლის 17 მაისს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში სამართალდამცავთა პოზიტიური ვალდებულებები დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ“. ანგარიშში შეფასებულია 2015-2020 წლებში, მათ შორის, იეჰოვას მოწმეების და ლგბტ+ თემის წევრების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ეფექტიანობა. ანგარიში ასევე მიმოიხილავს ბოლო წლებში ლგბტ+ თემის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტებს.

დოკუმენტის ბოლოს მოცემულია რეკომენდაციები, რომლითაც სახალხო დამცველი სამართალდამცავ ორგანოებს, ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აღმოფხვრისა და ლგბტ+ ადამიანების მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების რეალიზაციის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიუთითებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)