სპეციალური ანგარიშები

ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია კორონავირუსის შედეგების გაანალიზებით შეძენილი გამოცდილების ფარგლებში, დაიგეგმოს ქვეყნისთვის ხანდაზმულ პირთა პროაქტიულად გამოვლენისა და შესაბამისი სერვისების მიწოდების ღონისძიებები. მოსახლეობის დაბერება და რაოდენობის კლება მზარდ გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. საერთაშორისო დონეზე ხანდაზმულთა საკითხების ირგვლივ მიმდინარე დისკურსმა სახალხო დამცველის მხრიდან საქართველოში ეროვნულ დონეზე არსებული ვითარების შეფასების საჭიროებაც გააჩინა.

2019 წლის სექტემბერში სახალხო დამცველის აპარატისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებში - თბილისის და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში. საქართველოში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შემუშავებულ სპეციალური ანგარიშში აღწერილია, როგორც ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო უნივერსალური და რეგიონული მექანიზმები, ასევე განხილულია შიდა სამართლებრივი რეგულირება. რეგულირების ცალკეულ საკითხებთან მიმართებით წარმოდგენილია სახალხო დამცველის შეფასებები; განხილულია მონიტორინგის ძირითადი მიგნებები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება