ჯანმრთელობის უფლების რეალიზება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში - 2009-2010
ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გასული საუკუნის ერთ–ერთ ყველაზემნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ნათლად დაინახა საზოგადოებამ, იმაშიმდგომარეობდა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ შეუძლებელია, კვლავაც გააგრძელოს პენიტენციური ჯანდაცვის, როგორც მისი ერთ–ერთი ინტეგრალური ნაწილის იგნორირება.
ტუბერკულოზის, აივ ინფექციის, ვირუსული ჰეპატიტების და სხვა მძიმე და ამასთან კომუნიკაბელური (გადამდები) დაავადებების გავრცელებამ, იმის გაცნობიერებამ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებები არ არის ადაპტირებული ნარკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების განსათავსებლად, ახალ რანგში აიყვანა პენიტენციური ჯანდაცვის საკითხები და დღის წესრიგში დააყენა ამ სისტემის რადიკალური რეფორმირების პრიორიტეტულობა.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საზოგადოება ცდილობს, თავისებურად გაუმკლავდეს ამ სერიოზულ ჯანდაცვით გამოწვევას.პენიტენციური ჯანდაცვის პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი ეროვნული სტრატეგია მოითხოვს ისეთი პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, რომელიც მიმართულია სასჯელაღსრულების სისტემაში განთავსებულ პირთათვის ჯანდაცვის მომსახურებით ეკვივალენტური უზრუნველყოფისკენ.