სიახლეები

ტრენინგი პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების შესახებ

პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, სახალხო დამცველს და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მატერიალური პირობების ფოტოგადაღების უფლება მიენიჭათ. ამ ახალი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელებისათვის 2016 წლის 28-30 ოქტომბერს, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და რეგიონული დეპარტამენტების თანამშრომლებს ფოტოგადაღების საკითხებზე 3 დღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგზე „საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ კახა ფხაკაძემ მონაწილეებს ფოტოგადაღების საფუძვლები, ფოტოკამერასთან მუშაობის და ფოტოების დამუშავების ტექნიკური საშუალებები გააცნო. კურსი მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, საცდელ ფოტოგადაღებას და გადაღებული ფოტოების განხილვას.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების მარეგულირებელი წესებსა და შესაბამისი ოქმების შევსების პროცედურაზე ისაუბრა.

ღონისძიება ევროსაბჭოს პროექტის - „სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში ჩატარდა.

28.10.16 - 30.10.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)