ტრენინგი „ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის“ თაობაზე
2014 წლის 7 აპრილს, ბათუმში სახალხო დამცველმა „ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის“ თემაზე მიმდინარე ტრენინგი გახსნა.
ტრენინგი სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრისა და რეგიონული წარმომადგენლებისთვის არის განკუთვნილი და მას ევროპის საბჭოს ექსპერტები: კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ასოცირებული პროფესორი მიკოლა გნატოვსკი და ოქსფორდის ჯანმრთელობის ეროვნული სერვისების ფონდის დირექტორი სამედიცინო დარგში დოქტორი კლივ მეიუქსი ატარებენ. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
ტრენინგები 11 აპრილამდე გაგრძელდება.
ღონისძიება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.