სიახლეები

სპეციალური ანგარიში აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პრევენციული ვიზიტის შესახებ

2024 წლის 15 და 16 ოქტომბერს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა დაბა სურამში მდებარე შპს „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ პრევენციული ვიზიტი განახორციელა. მონიტორინგის მიზანი იყო იმის შეფასება, თუ რამდენად არიან დაცული პაციენტები არასათანადო მოპყრობისაგან, მიუწვდებათ თუ არა მათ ხელი სამართლებრივი დაცვის გარანტიებზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სერვისებზე და რამდენად შეესაბამება მათი განთავსების პირობები საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს.

წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა პრევენციული ვიზიტების დროს ადგილზე გარემოს შეფასებას; დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციიდან, მათ შორის, სამედიცინო დოკუმენტაციიდან მიღებულ ინფორმაციას; პერსონალთან და პაციენტებთან ინდივიდუალურად და კონფიდენციალურად გასაუბრებისას მიღებულ შედეგებს.

ანგარიშში მოცემულია რეკომენდაციები, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მიმართ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)