სიახლეები

სიმპოზიუმი თავისუფლება აღკვეთილი/შეზღუდული ლგბტ პირების უფლებების დაცვის საკითხებზე

3 და 4 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, წამების პრევენციის ასოციაციის (APT) ორგანიზებით თავისუფლება აღკვეთილი/შეზღუდული ლგბტ პირების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემატური საკითხებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრევენციის ეროვნული მექანიზმების, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT), წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) წევრები და სხვა საერთაშორისო ექსპერტები. სიმპოზიუმზე თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში ლგბტ პირთა ძალადობისაგან და დისკრიმინაციისაგან დაცვის კუთხით პრევენციის ეროვნული მექანიზმების როლზე ისაუბრეს.

მოკლე ვიდეო მიმართვა მომზადდა წამების საწინააღმდეგო ინიციატივის ფარგლებში

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის ხუან მენდესის ინიციატივით მიმდინარეობს წამების საწინააღმდეგო კამპანია. კამპანია წამების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო მოკლე ვიდეო მიმართვაში.სადაც 5 ქვეყნის (საქართველოს, ნორვეგიის, ყირგიზეთის, სენეგალისა და პარაგვაის) პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები საუბრობენ წამების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)