შეხვედრა ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადვოკატებთან
2016 წლის 17 ივნის საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები ქუთაისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებასა და გაზიარებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონკრეტული საქმეები, ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და დაკავებულის დაკითხვის პროცედურების დარღვევის შემთხვევები.
სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრები საქმიანობის გაძლიერების მიზნით ანალოგიურ შეხვედრებს პერიოდულობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად გამართავენ.
*სახალხო დამცველის აპარატშის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლება შეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას – წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.