სიახლეები

სახალხო დამცველთან არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებულ შემადგენლობას ტრენინგი ჩაუტარდა

2016 წლის 15-17 აპრილს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II“ ფარგლებში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის სამუშაო მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგის მიზანს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება წარმოადგენდა.

ტრენინგს გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წევრი არმან დანიელიანი უძღვებოდა. ტრენინგზე წარმოდგენილი იყო წამების პრევენციის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტები; გაიმართა დისკუსია სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დახურული ტიპის დაწესებულებების მონიტორინგის ორგანიზაციულ ასპექტებსა და ანგარიშგების საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინტერვიუს ტექნიკაზე. მიმოიხილეს ანგარიშის სახეები და სტანდარტული სტრუქტურა. ტრენინგის განმავლობაში არაერთი პრაქტიკული სავარჯიშო გაკეთდა.

ნპმ

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)