სიახლეები

სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 12 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლების გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ინოვაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისის ადგილზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

„ძალიან ბევრ პატიმარს მოუმართავს ჩემთვის ამ პრობლემით, რომ ვერ ახერხებენ პირადობის მოწმობის დროულად აღებას, შვილებთან დაკავშირებით მინდობილობის გაცემას თუ სხვა დამატებითი დოკუმენტაციის მოგვარებას. მივესალმები პენიტენციურ დაწესებულებაში ამ სერვისის შექმნას, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიხსნა და ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც ამოქმედდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)